Accentnews.ge
ქალაქ შუშაში ალიევმა და ერდოღანმა ერთობლივ სამოკავშირეო დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ქალაქ შუშაში ალიევმა და ერდოღანმა ერთობლივ სამოკავშირეო დეკლარაციას მოაწერეს ხელი

15/06/2021 14:14:02 მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ შუშაში "სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ" ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

"დღეს ხელმოწერილი ერთობლივი სამოკავშირეო დეკლარაცია ჩვენს ურთიერთობებს უმაღლეს დონეზე აყენებს. დოკუმენტის ყველა პუნქტი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის გარანტიაა. არაერთხელ მითქვამს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი გლობალური მასშტაბით ყველაზე ახლო სახელმწიფოებია. გვაქვს შესაძლებლობა, ეს თანამშრომლობა განვავითაროთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანელი ლიდერის განცხადებით, ხელმოწერილი დოკუმენტი ეხება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა სფეროს, მათ შორის თავდაცვის საკითხებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S