Accentnews.ge
"ნატო-ში უნდა მიგვიწვიონ, ჩვენ არ უნდა ვიხვეწებოდეთ"

"ნატო-ში უნდა მიგვიწვიონ, ჩვენ არ უნდა ვიხვეწებოდეთ"

15/06/2021 13:11:03 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა იმსახურებს ნატო–ს სრულუფლებიან წევრობას.

„მიმაჩნია, რომ უკრაინა მეტს იმსახურებს. ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ალიანსის ერთ-ერთი თანაბარუფლებიანი წევრი. ჩვენ უნდა მიგვიწვიონ, ჩვენ არ უნდა ვიხვეწებოდეთ. ეს არის სამართლიანი“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, "უკრაინამ ნატოს-თან ურთიერთობაში აირჩია სასურველი სტუმრის პოლიტიკა ზოგიერთი პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით, რომლებიც წინა წლებში ალიანსში გაწევრიანებისთვის მხოლოდ ლაპარაკობდნენ".

„ჩვენ სხვა პოლიტიკა გვაქვს. ეს არის უკრაინისადმი, სახელმწიფოსა და ერისადმი პატივისცემის მტკიცე პოზიცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S