"ვირუსი ვაქცინების განაწილებაზე სწრაფად ვრცელდება"
15/06/2021 08:20:13 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა 11 მილიარდი დოზა ვაქცინა, ამ რაოდენობის ვაქცინის უმოკლეს დროში მოძიება კი, მხოლოდ "დიდი შვიდეულისა" და "დიდი ოცეულის" ქვეყნების დახმარებითაა შესაძლებელი.
ჯანმო-ს განცხადებით, ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება მიმდინარეობს:
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 180 მილიონს აღწევს. პანდემიის ეპიცენტრი ისევ ინდოეთია, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 60 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.


