გამყრელიძე განმარტავს, რამდენი პირი დაინფიცირდა ვაქცინაციის შემდეგ
15/06/2021 08:10:19 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ვაქცინის ორი დოზით 70 000-მდე ადამიანია აცრილი და მათ შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.
"ვადასტურებ, რომ ორი დოზით აცრილებში გვაქვს, 0.2% ინფიცირება. ერთი დოზით აცრილებში კი ეს პროცენტი არის 1.8%–ია, თუმცა უმრავლესი შემთხვევები არის მსუბუქი ინფიცირება და მათი მკურნალობა არა კლინიკებში, არამედ სახლის პირობებში ხდება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგების განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის ბრიტანული შტამი ცირკულირებს. დაფიქსირდა ინდური შტამის რამდენიმე შემთხვევაც.


