ვაქცინირებული პირებისთვის ფასდაკლების პაკეტებს განიხილავენ
15/06/2021 08:04:41 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტები ამოქმედდეს.
გაბუნიას არ დაუკონკრეტებია, რა სერვისებზე თუ პროდუქტებზე შეიძლება, გავრცელდეს ფასდაკლება, თუმცა თქვა, რომ საკითხზე ბიზნესთან მუშობა მიმდინარეობს.
“ასევე განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის.
განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების მოდიფიცირებას ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირება აღარ იქნება საჭირო. ასევე განიხილება შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ასეთი ე.წ მწვანე საშვი ექნება,” — განაცხადა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.


