კრისტიან ერიკსენი კლინიკიდან წერილს ავრცელებს
15/06/2021 07:54:11 მსოფლიო
დანიის ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე, მატჩის მსხვლელობისას გულის შეტევა მიიღო, კლინიკიდან, სადაც მკურნალობას გადის, წერილს ავრცელებს.
ფეხბურთელი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:
“გარემოებების გათვალისწინებით, კარგად ვარ. საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე შემოწმება უნდა გავიარო, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ” – აცხადებს 29 წლის ფეხბურთელი.
ერიკსენი აღნიშნავს, რომ თანაგუნდელების გულშემატკივრობას გააგრძელებს მომდევნო მატჩებში და მათ მოუწოდებს, მთელი დანიისთვის ითამაშონ.
ცნობისთვის: დანიისა და ფინეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის პირველი ტაიმის მიწურულს დანიელი ნახევარმცველი მოედანზე უგონოდ დაეცა. ექიმები გულის ამუშავებას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ. თამაში შეწყდა, თუმცა მოგვიანებით განახლდა და როგორც ცნობილი გახდა, თამაშის გაგრძელება თავაგუნდელებს თავად


