Accentnews.ge
ისრაელში შეზღუდვები თითქმის სრულად მოიხსნა

ისრაელში შეზღუდვები თითქმის სრულად მოიხსნა

15/06/2021 07:43:04 მსოფლიო

15 ივნისიდან ისრაელში სავალდებულო აღარ არის საზოგადოებრივ სივრცეებსა და დაწესებულებებში ნიღბის გამოყენება. ეს იყო კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვა.

ამასთან, როგორც გამოცემა Jerusalem Post-ი წერს, აუცრელი პირებისთვის ნიღბით ყოფნა ისევ სავალდებულოა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის, სოციალური მომსახურების და ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებებში.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ისრაელში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებით უკვე აცრილია მოქალაქეების თითქმის 59%. ინფიცირების ახალი შემთხვევები მინიმუმამდეა დასული. პანდემიის განმავლობაში ისრაელში კორონავირუსული ინფექციით დაავადდა 830 ათასზე მეტი ადამიანი და 6400-ზე მეტი გარდაიცვალა. ქვეყნის მოსახლეობა 9 მილიონზე მეტია.

პანდემიის გამო, ისრაელში ისევ მაქიმალურადაა შეზღუდული უცხოეთის ქვეყნებიდან ჩასვლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S