Accentnews.ge
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

15/06/2021 06:56:42 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 092 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 775 პირი გამოჯანმრთელდა, 23 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა,
  • აჭარა - 56,
  • იმერეთი - 131,
  • ქვემო ქართლი - 81,
  • შიდა ქართლი - 58,
  • გურია - 8,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61,
  • კახეთი - 53,
  • მცხეთა-მთიანეთი - 31,
  • სამცხე-ჯავახეთი - 11,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 156 საიდანაც 3 059 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 733, აჭარაში - 260, იმერეთში - 384.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 677 პირი, მათ შორის, თბილისში - 308, აჭარაში - 68, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 191 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 12.

595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 225- აჭარაში.

5 502 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 854 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 528 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 711, პირი, აჭარაში - 1 418, იმერეთში - 929.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S