ბაიდენი: "პუტინთან შეხვედრაზე ნათლად განვაცხადებ, სად გადის "წითელი ხაზები"
15/06/2021 06:24:33 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დღის წესრიგის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ "ნათლად ეტყვის პუტინს, სად გადის "წითელი ხაზები".
"მკაფიოდ ვეტყვი პრეზიდენტ პუტინს, რომ არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ თანამშრომლობა შეგვიძლია, თუ იგი ამას აირჩევს, ხოლო თუ იგი აირჩევს, არ ითანამშრომლოს და წარსულის ქმედებები განაგრძოს, მაშინ ჩვენ პასუხს გავცემთ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, შედის თუ არა ჩვენს ერთობლივ და მსოფლიოს ინტერესებში თანამშრომლობა და შევხედოთ, ამის გაკეთება თუ შეგვიძლია. ასევე გვაქვს უთანხმოების სფეროები, ნათლად განვაცხადებ სად გადის "წითელი ხაზები", – აღნიშნა ბაიდენმა.


