Accentnews.ge
"ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე და ბიძინას პოკერში პინგვინი მოვუგე"

"ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე და ბიძინას პოკერში პინგვინი მოვუგე"

22/07/2019 16:02:23 ციტატა

"ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე, ნაპოლეონის მეჯვარეც მე ვიყავი, ჯეფ ბეზოსს ცოლი მე წავართვი, ბიძინას პოკერში პინგვინი მოვუგე და ნიცშეს წაკითხვა მე ვურჩიე. დანარჩენებს მერე გეტყვით".

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ცნობისთვის: დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ "2003 წლის მთელი კამპანია, ვარდების რევოლუციის ჩათვლით" მისი დაფინანსებულია. ირაკლი ოქრუაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" მას ეკუთვნის. ყოფილი თავდაცვის მინისტრის გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში სასაცილო გამოხმაურებები მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S