თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება 3 დღით შეუწყდება
15/06/2021 06:00:33 საზოგადოება
თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება 3 დღით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 15-17 ივნისს ვლადიკავკაზ-თბილისის D-700მმ მაგისტრალური გაზსადენის 195.5 და 207.0 კილომეტრებზე არსებულ მონაკვეთებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 ივნისის 06:00 საათიდან 17 ივნისის 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ მუხიანის I, II, III, IVა და IVბ მიკრო რაიონის მოსახლეობას, ასევე მუხიანის კერძო დასახლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.


