Accentnews.ge
დღეს ბრიუსელში აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

დღეს ბრიუსელში აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

15/06/2021 05:43:35 მსოფლიო

დღეს ბრიუსელში აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება.

ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიღებენ, ხოლო აშშ–ის მხრიდან – პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გავრცეელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლიდერები განიხილავენ, მათ შორის, პანდემიასთან, კლიმატთან, ვაჭრობასა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებს.

სამიტის დასასრულს ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გამოაქვეყნებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S