
პროკურატურა: "ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას სამართლებრივი რეაგირება ვერ მოჰყვება"
22/07/2019 15:20:01 სხვა, სამართალი
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გენერალური პროკურატურა ცრუ ჩვენების მიცემაზე გამოძიებას ვერ დაიწყებს, ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ოქრუაშვილს დღეს არ უთქვამს, რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.
„ოქრუაშვილის განცხადებას პროკურატურის მხრიდან ვერ მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, რადგან მას არ განუცხადებია იმის თაობაზე, რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა”, – განაცხადეს პროკურატურაში.
ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"–ის საქმეში არსებული ჩნებეა მთავარ პროკურორთან შეთანხმებით მისცა, თავად პროკურორთან კი არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილმა გადაამისამართა.