Accentnews.ge
„ნოვავაქსის“ ვაქცინამ კორონავირუსის სხვადასხვა შტამის მიმართ 90%–იანი ეფექურობა აჩვენა“

„ნოვავაქსის“ ვაქცინამ კორონავირუსის სხვადასხვა შტამის მიმართ 90%–იანი ეფექურობა აჩვენა“

14/06/2021 16:52:48 მსოფლიო

„ნოვავაქსის“ ვაქცინამ კორონავირუსის სხვადასხვა შტამის მიმართ 90%–იანი ეფექტიანობა აჩვენა,– იუწყება „როიტერი“ კომპანია „ნოვავაქსზე“ დაყრდნობით.

კომპანიის განცხადებით, აშშ-სა და მექსიკაში 30 000 მოხალისეზე ჩატარებული ცდები ვაქცინის საგანგებო გამოყენებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საშუალებას იძლევა. კერძოდ, კომპანიის დირექტორის გრეგორი გლენის თქმით, პროტეინზე დამყარებული ვაქცინა 93%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა ე.წ. ბრიტანული, ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდურ შტამების მიმართ. გარდა ამისა, ვაქცინამ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა ვირუსის იმ ვარიანტების მიმართ, რომელთა იდენტიფიცირება კომპანიამ ვერ შეძლო.

ჩატარებული ცდების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში 91%–ია, საშუალო სიმძიმის ინფექციის შემთხვევაში 100%-იან შედეგს იძლევა.

კომპანიის განცხადებით, მოხალისეებს სუსტი გვერდითი ეფექტები აღენიშნებოდათ, რაც თავის ტკივილით, სისუსტითა და კუნთების ტკივილით გამოიხატებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S