Accentnews.ge
ამერიკელი დიპლომატი უერთდება კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“

ამერიკელი დიპლომატი უერთდება კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“

22/07/2019 14:28:29 სხვა, საზოგადოება

ამერიკელი დიპლომატი ჯეისონ კალბფლაიში კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ (‎Spend Your Summer in Georgia) უერთდება.

თევზაობის მოყვარული დიპლომატი წერს, რომ დასავლეთ საქართველო თევზაობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

ჯეისონ კალფლაიშის პოსტსა და ფოტოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო უწყების ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.

„როგორც დიპლომატსა და ყოფილ გიდს ალასკიდან, მთელ მსოფლიოში თევზაობის საოცარი თავგადასავლები მქონია. დასავლეთ საქართველო (ზუსტ ადგილს მეთევზე არასდროს გასცემს) გაშოლტვით თევზაობისთვის საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა. გასაოცარი მთის ხედები, ულამაზესი მდინარე და მცოდნე, მეგობრული გიდი საკმარისი იყო, რომ საქართველოში თევზაობის ანკესზე წამოვგებულიყავი. აქ ყავისფერი კალმახის ისეთი სიუხვე იყო, რომ მთელი დღის განმავლობაში დაჭიმული გვქონდა ძუები. საღამოს ჩვენმა ქართველმა მასპინძლებმა გულუხვად დაგვალევინეს ღვინო, გვაჭამეს მეტისმეტად ბევრი აჭარული კერძი და გვიამბეს პროექტზე, რომლითაც სურთ მდინარის რეაბილიტაცია და მისი მსოფლიო დონის სათევზაო ადგილად გადაქცევა. თევზაობის სამი დღის განმავლობაში 35 კალმახი დავიჭირე და გავუშვი. ერთი სული მაქვს დავბრუნდე და კვლავ ვითევზაო“, – წერს ამერიკელი დიპლომატი ჯეისონ კალბფლაიში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S