Accentnews.ge
სლოვენიის პრემიერი: "ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება"

სლოვენიის პრემიერი: "ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება"

14/06/2021 13:49:46 მსოფლიო

"ჩემი ღრმა რწმენით ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება", – ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსმა ის ქვეყნები უნდა მიიწვიოს, რომლებიც ნატო–ს ფუნდამენტურ ღირებულებებს იზიარებენ.

„გაფართოება ნიშნავს ყველა იმ დემოკრატიული ქვეყნის მოწვევას, რომელიც ახლოსაა ჩვენს რეგიონთან და, რომელთაც გაწევრიანება სურთ. გაფართოება ასევე ნიშნავს, მოიწვიო სხვა პარტნიორები, ყველა თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ჩვენ ძირითად ფასეულობებს",– განაცხადა იანეზ იანშამ.

ბრიუსელში ნატო-ს ლიდერების სამიტი მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S