Accentnews.ge
ჯო ბაიდენი: "მინდა, მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენთანაა"

ჯო ბაიდენი: "მინდა, მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენთანაა"

14/06/2021 13:23:24 მსოფლიო

მინდა, მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენთანაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატო-ს სამიტის გახსნამდე განაცხადა.

როგორც ბაიდენმა განაცხადა, ბოლო წლებში უფრო ცხადი ხდება, რომ ალიანსი ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

„მსურს გარკვევით განვაცხადო, ნატო კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ინტერესებისთვის. ნატო-ს წესდების "მეხუთე მუხლი" წმინდათაწმინდა ვალდებულებაა. მე სულ ვახსენებ ხოლმე ამერიკელებს, 11 სექტემბერს, როდესაც ჩვენ თავს დაგვესხნენ, ნატო-მ დაუყოვნებლივ დაგვიჭირა მხარი. მინდა, მთელმა ევროპამ იცოდეს, რომ აშშ თქვენ გვერდითაა. ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც ვიცი, უკვე ათზე მეტი ქვეყანა ასრულებს ნატო-ს შეთანხმებით აღებულ ფინანსურ ვალდებულებას და სხვებიც ამ გზას ადგანან. ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბაიდენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S