თბილისის მეტროში მოძრაობა შეფერხდა
14/06/2021 07:56:46 საზოგადოება
მეტროს სადგურებს "სამას არაგველსა" და „ავლაბარს“ შორის გადაადგილება დროებით შეფერხდა.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი ვაგონში ერთ-ერთი მგზავრის შეუძლოდ ყოფნა იყო.
მათივე ინფორმაციით, გადაადგილება 4 წუთის განმავლობაში იყო შეზღუდული. მას შემდეგ კი რაც მგზავრი მეტროდან გაიყვანეს, მოძრაობა აღდგა.


