Accentnews.ge
"ვიცით, რას, როგორ გავაკეთებთ და ამ ბრძოლაში მარტო არ ვიქნებით"

"ვიცით, რას, როგორ გავაკეთებთ და ამ ბრძოლაში მარტო არ ვიქნებით"

22/07/2019 13:20:44 სხვა, საზოგადოება

"რუსთავი 2"–ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის განცხადებით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები იზიარებენ არხის ჟურნალისტების პოზიციას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებასთან დაკავშირებით.  

"ცოტა ხნის წინ დასრულდა ჟურნალისტების შეხვედრა დიპლომატებთან. ძალიან მიხარია, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადებას ისინიც ზუსტად ისე აღიქვამენ, როგორც აღიქვა "კურიერის" ნიუსრუმმა. დამფუძნებელი, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ ტელევიზია სამ საათში გადაუფორმა, რომელიც "რუსთავი 2"–ში ჯერ არ მოსულა, არ შეხვედრია არც ერთ ადამიანს, რომელის ქმნის ამ ტელევიზიას და მხრებით მოიტანა ამ დრომდე, განცხადებების ენით გველაპარაკება, გვადანაშაულებს დესტრუქციულობაში. ძალიან გვაინტერესებს, დესტრუქციულობაში რას გულისხმობს ბატონი ქიბარ ხალვაში. ჩვენის მხრიდან პირნათლად არის შესრულებული ჩვენი უფლებამოვალეობა. რაც ქიბარ ხალვაშზე გადაფორმდა ტელევიზია, გარანტირებულია უწყვეტი მაუწყებლობა; დღეს მოვიდა ამ სამი დღის რეიტინგები და რა თქმა უნდა, "რუსთავი 2" ლიდერია და დიდი უპირატესობით უგებს ტელეკომპანია "იმედს" და შემდეგ დანარჩენ ყველა სატელევიზოო არხს; არხზე არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია, გენერალურ დირექტორს ჩვენთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ აქვს და რა არის დესტრუქციულობა? ჯერ ეს განმარტოს. კაპრიზები აქ არავის არ აქვს. ეს ტელევიზია პირველ რიგში მათია, რომლებიც მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაში და მისი გუნდი გვბომბავდა, აქაურობა დიდი სიმწრის ფასად შევინარჩუნეთ",– განაცხადა მელაძემ "პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, არხის ჟურნალისტები სამოქმედო სტრატეგიაზე ჩამოყალიბდნენ და პირველი რიგის ამოცანაა, საფრთხეების შესახებ, რაც უკავშირდება მედიაპლურალიზმს და ოპოზიციურ მედიაში ცენზურის დაწესების მცდელობას, ინფორმირებული იყოს ყველა და მათ დახმარებას გულშემატკივრები – არსამართავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები გაუწევენ. 

"ვიცით, რას და როგორ გავაკეთებთ. ამ ბრძოლაში მარტო არ ვიქნებით. ვიქნებით თანმიმდევრულები და არა ქაოტურები. ჩვენი მხრიდან ხარისხიანი პროდუქტი და ეთერი იქნება გარანტირებული",– დასძინა ნოდარ მელაძემ. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S