Accentnews.ge
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

14/06/2021 06:51:58 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 311 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 936 პირი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 10 442 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 216, „პისიარ“ ტესტით – 5 226.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,3 პროცენტი.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 192 შემთხვევა;
  • აჭარა - 34;
  • იმერეთი - 13;
  • ქვემო ქართლი - 26;
  • შიდა ქართლი - 6;
  • გურია - 0;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23;
  • კახეთი - 12;
  • მცხეთა-მთიანეთი - 2;
  • სამცხე-ჯავახეთი - 3;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 862 აქტიური შემთხვევაა. 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 798, აჭარაში - 278, იმერეთში - 398. მძიმე პაციენტია 692 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 73, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 194 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 13. 596 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 331 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

​საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 11 890 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 104, პირი, აჭარაში - 1 490, იმერეთში - 1 022.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 354 276 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 340 328 პირი გამოჯანმრთელდა, 5 060 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 207 470 ადამიანი, დღიურად აცრილია 728.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S