თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
13/06/2021 07:43:35 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 522 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 1074 პირი გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 21 922 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 016, „პისიარ“ ტესტით – 10 906.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,38 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,29 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 522 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 276 შემთხვევა,
- აჭარა - 45,
- იმერეთი - 44,
- ქვემო ქართლი - 34,
- შიდა ქართლი - 25,
- გურია - 4,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36,
- კახეთი - 32,
- მცხეთა-მთიანეთი - 16,
- სამცხე-ჯავახეთი - 10,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 499 საიდანაც: 3 155 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 771, აჭარაში - 284, იმერეთში - 403. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 688 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 78, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 345 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 734 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 845 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 198 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 377, პირი, აჭარაში - 1 621, იმერეთში - 1 054.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 339 392 პირი გამოჯანმრთელდა, 5 048 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 206 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 425.


