Accentnews.ge
ენტონი ბლინკენი:„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის"

ენტონი ბლინკენი:„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის"

12/06/2021 18:38:49 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“ წერს.

„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში.

ამგვარი ნაბიჯები რეგიონის მოსახლეობას უფრო აახლოებს იმ მშვიდობიანი მომავლისკენ, რომელსაც ისინი იმსახურებენ“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის იფნორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S