Accentnews.ge
ფრიდი – ბაიდენ–პუტინის შეხვედრაზე: "აშშ და დემოკრატიული სამყარო საქართველოს დანაწევრებას არ უნდა შეეგუოს"

ფრიდი – ბაიდენ–პუტინის შეხვედრაზე: "აშშ და დემოკრატიული სამყარო საქართველოს დანაწევრებას არ უნდა შეეგუოს"

12/06/2021 16:47:55 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსი დანიელ ფრიდი მოელის, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას, მათ შორის, საქართველოს საკითხს განიხილავს.

როგორც მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა, აშშ და დემოკრატიული სამყარო საქართველოს დანაწევრებას არ უნდა შეეგუოს.

”ვიმედოვნებ და მოველი, რომ საქართველო ნამდვილად იქნება იმ საკითხთა შორის, რომელთაც პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის ლიდერ პუტინთან შეხვედრისას დააყენებს. აშშ და ზოგადად დემოკრატიული სამყარო საქართველოს დანაწევრებას არ უნდა შეეგუოს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ამ საკითხის აქტუალობა და უნდა ვაყენებდეთ მას ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება. პარალელურად, უნდა გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა, რამდენადაც იგი აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს და წინააღმდეგობას უწევს კრემლის აგრესიას", – განაცხადა ფრიდმა.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ბაიდენი შეხვედრაზე, მათ შორის უკრაინისა და ბელარუსის საკითხებს დააყენებს.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ჯო ბაიდენმა, რომელიც იმჟამად აშშ–ის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააკრიტიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S