ნინოწმინდაში ქალს მეხი დაეცა
11/06/2021 15:31:56 საზოგადოება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი საკუთარ სახლში დაეცა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მისი ცნობით, ქალი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მერის წარმომადგენლი ანდრანიკ წარუკიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ ელვამ სოფელში ზიანი რვა ადგილობრივს მიაყენა.
„დაიწვა ტელევიზორები, წყლის გამათბობლები და სხვა. ამ ქალსაც წყლის გამათბობლის საშუალებით დაეცა მეხი. ხელი დალურჯებული და დაბუჟებული აქვს. მერიას მივმართე, მაგრამ მითხრეს, რომ მსგავს ზარალს არ აანაზღაურებენ“,- აცხადებს ანდრანიკ წარუკიანი.
ნინოწმინდაში მეორე დღეა, უამინდობაა. დაისეტყვა რამდენიმე სოფელი, რის შედეგადაც კარტოფილის, ხორბილის და ქერის ნათესები დაზიანდა.


