"მესამე ტალღის პიკი გადავლილი გვაქვს, დაღმავალ ფერდზე ვართ"
11/06/2021 15:25:33 საზოგადოება
მესამე ტალღის პიკი გადავლილი გვაქვს, დაღმავალ ფერდზე ვართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბათუმში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:
„პიკი გადავლილი გვაქვს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს დამშვიდების უფლება. ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, პირბადე უნდა ვატაროთ მიუხედავად იმისა, რომ რთულია. არავის არ გვინდა შეიძლება ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ აუცილებელია. მეოთხე ტალღა შესაძლებელია იყოს, თუ ჩვენ არ დავიცავთ რეგულაციებს და არ ავიცრებით, მაგრამ თუ დავიცავთ და ავიცრებით, მაშინ მეოთხე ტალღა დიდი ალბათობით, შეიძლება არ იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.


