მაშველებმა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
11/06/2021 15:23:00 საზოგადოება
ფოთში მაშველებმა ზღვაში დაკარგული 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცი ორი დღის წინ გაუჩინარდა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი წელამდე წყალში იყო, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ მყვინთავები, რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი, გამოყენებული იყო სპეციალური ტექნიკა, მცურავი საშუალებები და დრონი.


