Accentnews.ge
ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

22/07/2019 11:40:08 სხვა, საზოგადოება

ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საქართველოს ნაკრები ფინეთისა და სერბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. sportall.ge-ს ინფორმაციით, მიუნხენში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გაირკვა ორი ქვეყანა, ვისთან ერთადაც საქართველო ჯგუფში იასპარეზებს. მეოთხე გუნდი კი შვეიცარია/ისლანდია/პორტუგალიას შორის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებული იქნება.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ევრობასკეტის 24 საგზურს თითოეული (8) ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ იმ ჯგუფებიდან, სადაც ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნები (საქართველო, გერმანია, იტალია, ჩეხეთი) იქნებიან, ევრობასკეტზე 2 საუკეთესო გავა, რომლებსაც, სწორედ მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.

საკვალიფიკაციო მატჩები ფიბა-ევროპის მიერ დადგენილ 3 ფანჯრის პერიოდში გაიმართება: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერი-1 დეკემბერს და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს. ნაკრებები შეხვედრებს როგორც სახლში, ისე გასვლაზე ჩაატარებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S