11 ივნისის 23:00 სთ-დან 12 ივნისის 05:00 სთ-მდე ხანდოსხევი-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
11/06/2021 07:02:30 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით, 2021 წლის 11 ივნისის 23:00სთ-დან 12 ივნისის 05:00 სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი საავტომობილო გზის კმ56-კმ107 (ხანდოსხევი-კობი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.


