Accentnews.ge
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

11/06/2021 06:56:43 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 695 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 797 პირი გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 37 842 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 3931, „პისიარ“ ტესტით – 13 911.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,84 პროცენტი, ბოლო 14 დღის –2,67, ბოლო შვიდი დღის – 2,44 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 389 შემთხვევა,
  • აჭარა - 47,
  • იმერეთი - 55,
  • ქვემო ქართლი - 64,
  • შიდა ქართლი - 26,
  • გურია - 7,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46,
  • კახეთი - 32,
  • მცხეთა-მთიანეთი - 9
  • , სამცხე-ჯავახეთი - 18,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 791 საიდანაც: 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 801, აჭარაში - 302, იმერეთში - 392. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 688 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 79, იმერეთში -142. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 188 პირი, მათგან თბილისში - 116, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 - თბილისში, 224- აჭარაში. 6 021 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 841 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 144 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 088, პირი, აჭარაში - 1 729, იმერეთში - 1 053.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 352 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 337 820 პირი გამოჯანმრთელდა, 5 012 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 197 114 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 083.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S