ლისაბონის მერმა რუსეთის საელჩოსთვის პირადი მონაცემების გადაცემის გამო ბოდიში მიხადა
10/06/2021 15:26:14 მსოფლიო
ლისაბონის მერმა ფერნანდო მედინამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ მერიამ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორების პირადი მონაცემები რუსეთის საელჩოს გადასცა,– იუწყება „როიტერი“.
როგორც ირკვევა, ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ლისაბონში აქციის ორგანიზატორებმა მერიას სულ მცირე, სამი ორგანიზატორის მონაცემები უნდა გადასცენ. ეს მონაცემები შემდეგ პოლიციას ეგზავნება. სწორედ ეს მონაცემები გადასცა მუნიციპალიტეტმა რუსეთის საელჩოს.
ქალაქის მერი მომხდარს ბიუროკრატიით ხსნის და ამბობს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ მერიამ ეს პროცედურა შეცვალა:
„ბოდიშს ვუხდი საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს. მინდა ამას ვუწოდო სამწუხარო შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო“.


