
მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი იწვის
22/07/2019 10:35:13 სხვა, სამართალი
მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი უკრაინული გემი „ივან გოლუბეცი“ იწვის, – იუწყება უკრაინული მედია.
მისი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 90 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი გარდაიცვალა. ცეცხლი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა და მალევე გემს მოედო.
გემს დიზელური საწვავი და თევზეული გადაჰქონდა.
როგორც "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გემის ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.