Accentnews.ge
ლატვიელი დეპუტატი, შს ექს–მინისტრი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის 43 ეპიზოდში ამხილეს

ლატვიელი დეპუტატი, შს ექს–მინისტრი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის 43 ეპიზოდში ამხილეს

10/06/2021 12:19:15 მსოფლიო

ლატვიის პარლამენტმა გენერალურ პროკურატურას პარტია „თანხმობის“ დეპუტატის, შინაგან საქმეთა ექს–მინისტრის იანის ადამსონსის სახლში ჩხრეკის ჩატარების და მისი დაკავების ნება დართო, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, -იუწყება DW.

მისი ცნობით, აღნიშულ გადაწყვეტილებას დღეს სეიმის 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გამოძიების ვერსიით, ლატვიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთს არმიის ბიუჯეტის, შესყიდვებისა და აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. საუბარია ჯაშუშობის 43 ეპიზოდზე.

ადამსონსი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია. იანის ადამსონსი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 1994-1995 წლებში იკავებდა. ბოლო წლებში კი სეიმის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომისიის წევრი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S