ტვიშთან "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
10/06/2021 12:01:22 საზოგადოება
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშთან "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიცის შორის დაპირისპირება მოხდა.
ჰესის მოწინააღმდეგეები "ენკას" ტექნიკას ნამახვანის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ, რა დროსაც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეები გზიდან იძულების წესით გადაიყვანა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ არიან დაკავებულები.
ამ დროისთვის ხეობაში მშვიდი ვითარებაა.
რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა უკვე 6 თვეზე მეტია, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს რეგულარულად მართავს.


