Accentnews.ge
ლენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

ლენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10/06/2021 09:00:03 სამართალი

ლენტეხში, სოფელ ჩიხარეშში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, როგორც „აქცენტს“ შსს–ში განუცხადეს, გამოძიების ფარგლებში ორი პირია დაკავებული.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაკავებულებს უშუალო კავშირი არ აქვთ მომხდართან, თუმცა მათ გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას (სსკ–ის 370 მუხლი) ედავება.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, უშუალოდ თავდასხმაში სამი პირი მონაწილეობდა, რომლებიც ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფებიან. მკვლელობის ძირითად ვერსიად კი ფულის გამოძალვა სახელდება. ამ ვერსიის მიხედვით, რობინზონ თუთარაშვილს პერიოზულად სძალავდნენ თანხას, თუმცა როგორც ჩანს, ამჯერად მან თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს მიკროავტობუსის მძღოლი სასტიკად სცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს. ნაცემი კაცი ადგილობრივებმა იპოვეს და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. რობინზონ თუთარაშვილ ორი დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კაცს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S