Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

10/06/2021 07:00:35 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 705 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 1128 პირი გამოჯანმრთელდა, 17 პირი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 33 253 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 138, „პისიარ“ ტესტით – 14 115.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,75, ბოლო შვიდი დღის – 2,59 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 380 შემთხვევა,
  • აჭარა – 39,
  • იმერეთი – 59,
  • ქვემო ქართლი – 55,
  • შიდა ქართლი – 16,
  • გურია – 18,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78,
  • კახეთი – 41,
  • მცხეთა-მთიანეთი – 11,
  • სამცხე-ჯავახეთი – 3,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 909 საიდანაც: 3 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 820, აჭარაში – 305, იმერეთში – 411. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში – 304, აჭარაში – 86, იმერეთში -146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში – 8, იმერეთში – 13. 594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 – თბილისში, 224- აჭარაში. 6 085 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – არც ერთი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 9 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 838 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 924 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 722, პირი, აჭარაში – 1 987, იმერეთში – 1 098

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351 954 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 337 023 პირი გამოჯანმრთელდა, 4 996 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 191 001 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 184.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S