Accentnews.ge
ამინდის 10-12 ივნისის პროგნოზი

ამინდის 10-12 ივნისის პროგნოზი

10/06/2021 05:51:11 საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 12 ივნისამდე იწვიმებს.

"10-12 ივნისს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსი ფარგლებში დაფიქსირდება. ქ. თბილისში 10-12 ივნისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება", – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S