ფოთში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ამ დრომდე ეძებენ
10/06/2021 05:37:34 საზოგადოება
ფოთში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ამ დრომდე ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ 25 წლის კაცი წელამდე წყალში იყო, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულია შესაბამისი სამაშველო ტექნიკა.


