Accentnews.ge
"ფაიზერი" 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოცდას იწყებს

"ფაიზერი" 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოცდას იწყებს

09/06/2021 18:07:59 საზოგადოება

"ფაიზერი" 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში კოვიდ–საწინააღმედგო ვაქცინის გამოცდას იწყებს.

კვლევა აშშ-ში, ფინეთში, პოლონეთსა და ესპანეთში ჩატარდება და მასში, საერთო ჯამში, 4500 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს ვაქცინის 3 მიკროგრამს გაუკეთებენ, ხოლო 5 წლიდან 12 წლამდე მოზარდებს – 10 მიკროგრამს.

შეგახსენებთ, რომ აშშ–სა და კანადაში 12-დან 15 წლამდე მოზარდებში "ფაიზერის" ვაქცინით აცრის პროცესი უკვე მიმდინარეობს. ბავშვებს ისევე, როგორც ზრდასრულებს ვაქცინის 30 მიკროგრამს უკეთებენ.

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, თითქმის 7 მილიონმა თინეიჯერმა მიიღო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა შეერთებულ შტატებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S