Accentnews.ge
"ნამახვანჰესის" პროექტში იჯარის პირობების შეცვლაზე მუშაობენ"

"ნამახვანჰესის" პროექტში იჯარის პირობების შეცვლაზე მუშაობენ"

09/06/2021 12:10:49 პოლიტიკა, ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, "ნამახვანჰესის" კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე მის უსაფრთხოებაში ყველა არ დარწმუნდება.

„დაახლოებით 12 თვე გვაქვს ჩვენ ყველას, ვიდრე შესაძლებელი გახდება კაშხლის მშენებლობა ნამახვანში. ამ 12 თვის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროექტი გავაუმჯობესოთ. ექსპერტები უკვე მუშაობენ, გაიწვია 15-მდე საექსპერტო ორგანიზაციამ ის კვლევები, რაც ჩვენ გვქონდა 1 თვის წინ გამოქვეყენებული. ველოდებით უკვე მათგან შემოხმიანებას, რომ ვნახოთ რა აღმოაჩნეს ამ კვლევებში ისეთი, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. ყოველ შემთხვევაში, კაშხალი და მისი მშებელობა არ დაიწყება მანამ ვიდრე ყველა არ დარწმუნება, რომ ეს ნაგებობა არის განსაკუთებით უსაფრთხო“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ინვესტორთან შეთანხმებულ პროექტში ცვლილებებზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ცვლილება შეეხება მიწის იჯარის საკითხს. საუბარია მისი წლოვანების შემცირებაზე.

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინვესტორთან იმისთვის, რომ სხვა პირობებზეც ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ. ეს პირველ რიგში ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც შეეხება იჯარით გადაცემის წლოვანობას. 99 წელი მართალია, შეესაბამება კანონმდებლობას, დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილეება, ამას გავახმოვანებთ და სხვა დანარჩენში ეს პროექტი მნიშვნელოვანია, პროექტი ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს“,- განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S