"ვფიქრობ, საქართველოში ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეებს ვაქცინაციის შესაძლებლობა მიეცემათ"
09/06/2021 12:06:38 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსჯელობა მიდის იმაზე, რომ საქართველოში ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია სურთ, მიეცეთ ამის შესაძლებლობა.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ.
„გიდასტურებთ, რომ ეს საკითხი მუშავდება და საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, წინასწარ ვერ განვაცხადებ. უცხოელებს, ვისაც ბინადრობა აქვთ, ასევე დიპლომატებს, ჩვენ ვცრით, მაგრამ ზოგადად, უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით არიან და აცრა უნდათ, ვფიქრობთ, რომ მიეცემათ ამის შესაძლებლობა“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით, საერთო ჯამში, აცრილია 184 718 ადამიანი, მათგან სრულად, ორივე დოზით აცრილია 54 474 ადამიანი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 5970 ადამიანი.


