ბულგარეთის მიგ-29 ტიპის თვითმფრინავი წვრთნების დროს რადარებიდან გაუჩინარდა
09/06/2021 08:37:03 მსოფლიო
ბულგარეთის მიგ-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი, შავი ზღვის თავზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის დროს, რადარებიდან გაუჩინარდა.
„სამძებრო -სამაშველო ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს,“- ნათქვამია ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისი ინფორმაციით, წვრთნები - Shabla 21 - ამ დროისთვის შეწყვეტილია. ინციდენტის გამოწვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


