
სეტყვა, წვიმა, ელჭექი – 22-25 ივლისის ამინდის პროგნოზი
22/07/2019 09:00:50 სხვა, საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 25 ივლისს ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 25 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.