Accentnews.ge
ბელარუსში აქციებში მონაწილეობა და სახელმწიფო მოხელისთვის შეურაცხყოფა პატიმრობით დაისჯება

ბელარუსში აქციებში მონაწილეობა და სახელმწიფო მოხელისთვის შეურაცხყოფა პატიმრობით დაისჯება

09/06/2021 09:02:54 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და სახელმწიფო მოხელეებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის მოქალაქეებს დააპატიმრებენ.

სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული რიგი ცვლილებების ფარგლებში ლუკაშენკომ 4-წლიანი პატიმრობა დააწესა პირებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში იქნებიან ბრალდებულები.

ამასთან, მან გაამკაცრა სანქციები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საპროტესტო სიმბოლოების გამოყენებისათვის.

ახალი კანონის თანახმად, ვინც ორჯერ მაინც დააკავეს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, ან შეურაცხყოფა მიაყენეს მთავრობის წარმომადგენელს, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S