Accentnews.ge
კალაძე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტომანქანების მძღოლებს აფრთხილებს

კალაძე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტომანქანების მძღოლებს აფრთხილებს

09/06/2021 08:01:43 საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტომანქანების მძღოლებს აფრთხილებს.

მისი თქმით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ავტომანქანა ავტობუსის ზოლში გაჩერდება, მძღოლი დაჯარიმდება.

"ერთადერთი გადაწყვეტა არის ვიდეოსათვალთვალო კამერის დაყენება. იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, თუნდაც „დრაივზე“ რიგის დაკავების მიზნით, ის დაჯარიმდება. აქედან გამომდინარე, მინდა, მოვუწოდო მძღოლებს, რომ ამ ადგილას არ დააკავონ ავტობუსის ზოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მძღოლების ინფორმირებულობის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ინსპექტორი იმუშავებს.

„სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების მეტი ინფორმირების მიზნით, მინდა ვთხოვო თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომ ერთი ინსპექტორი იქ იდგეს გარკვეული პერიოდულობით და მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი დამონტაჟებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S