Accentnews.ge
ბაიდენი პუტინთან შეხვედრამდე ევროპულ ტურნეს იწყებს

ბაიდენი პუტინთან შეხვედრამდე ევროპულ ტურნეს იწყებს

09/06/2021 08:13:45 მსოფლიო

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ევროპაში პირველ ვიზიტს იწყებს. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება, სადაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების სამიტში.

გაერთიანებული სამეფოდან ჯო ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 14 ივნისს გაიმართება ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი. ბრიუსელში დაგეგმილია აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერების უმაღლესი დონის შეხვედრაც.

ბრიუსელის შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა ჟენევაში, სადაც 16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტონს შეხვდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S