Accentnews.ge
დაბა შუახევის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

დაბა შუახევის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

09/06/2021 07:28:03 საზოგადოება

დაბა შუახევის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ, სამინისტროს მშენებლობის მონიტორინგის ჯგუფთან ერთად დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობა მოინახულა.

პროექტის მიხედვით დაბა შუახევში შენდება სამ სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 240 მოსწავლეზე. შენობაში განთავსდება სასწავლო და დამხმარე ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო.

შენობა ადაპტირებული იქნება, სრულად. ეზო სრულად კეთილმოეწყობა და განთავსდება მოსაცდელიმოეწყობა ღია სპორტული და სათამაშო მოედნები. ამ ეტაპზე დასრულდა შენობის გადახურვა და მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ასევე, დასრულდება სხეფის სკოლის რეაბილიტაცია. დაწყებულია ბარათაულის სკოლის რეაბილიტაცია და დაიწყება გოგინაურის სკოლის რეაბილიტაცია.

სულ აჭარაში 2021 წელს განხორციელდება 16 სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის და 40 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები. ასევე სკოლები აღიჭურვება სხვადასხვა ინვენტარით (მერხები, სკამები, ლაბორატორიები, ლიტერატურა, მუსიკალური ინსტრუმენტები და სპორტული ინვენტარი), რისთვისაც ჯამში 13 მლნ. ლარზე მეტია გათვალისწინებული ბიუჯეტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S