Accentnews.ge
სახალხო დამცველი – ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებზე: "მუდმივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი"

სახალხო დამცველი – ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებზე: "მუდმივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი"

09/06/2021 06:50:32 საზოგადოება

"მუდმივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი", - ყვება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილ ბავშვებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ბავშვებს აქვთ ტრავმები, რაც მათ მსოფლმხედველობასა თუ ქცევაზე ახდენს გავლენას, თუმცა საერთო ჯამში, მათ ჯანსაღად და კრიტიკულად აზროვნება შეუძლიათ.

"ჩემთვის სიახლე იყო ის, რომ მუდმივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და პირდაპირ ამბობდნენ, რომ ჩვენს მასწავლებლებს ეუბნებოდნენო, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი უნდა ეთქვათო. ჩვენ გვინდოდა, რომ თავისუფლად გვესაუბრა და კარგი მასწავლებლებიც გვყავდა, მაგრამ მაინც შეზღუდულები იყვნენ გარკვეულ თემებზე სასაუბროდო. თუმცა, ეს ბავშვები არიან ძალიან გონებაგახსნილი, განათლებული და ძალიან სწორად და ჯანსაღად აზროვნებენ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ თავიანთი ტრავმები, რაც მათ მსოფლმხედველობასა თუ ქცევაზე ახდენს გავლენას, მაგრამ საერთო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან და ჯანსაღად და კრიტიკულად აზროვნება შეუძლიათ", – აცხადებს ლომჯარია "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

ბოლო ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონატში 29 არასრულწლოვანი რჩება, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჩართულობით დაწესებულება უკვე 24-მა ბავშვმა დატოვა. ისინი ბიოლოგიურ ოჯახში, თუ სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში განთავსდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S