თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
09/06/2021 06:44:34 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 821 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 866 პირი გამოჯანმრთელდა, 31 პირი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 38 478 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 864, „პისიარ“ ტესტით – 14 614.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,13%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო შვიდი დღის – 2,73%.
- დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 439 შემთხვევა,
- აჭარა - 71,
- იმერეთი - 86,
- ქვემო ქართლი - 66,
- შიდა ქართლი - 22,
- გურია - 16,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 60,
- კახეთი - 31,
- მცხეთა-მთიანეთი - 15,
- სამცხე-ჯავახეთი - 8,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 346 საიდანაც 3 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 794, აჭარაში - 313, იმერეთში - 417.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 708 პირი, მათ შორის, თბილისში - 326, აჭარაში - 88, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი, მათგან თბილისში - 132, აჭარაში - 11, იმერეთში - 11.
635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 - თბილისში, 224- აჭარაში.
6 501 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 234 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 021, პირი, აჭარაში - 1 998, იმერეთში - 1 098.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351 249 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 895 პირი გამოჯანმრთელდა, 4 982 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 184 718 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 970.


