მარიხუანა, ლუდი, ღვინო და კოქტეილი – როგორ წაახალისა ვაშინგტონის შტატმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი პირები
09/06/2021 06:38:20 მსოფლიო
ვაშინგტონის შტატმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ზრდასრული პირები უფასო მარიხუანით წაახალისა. შესაბამისი გადაწყვეტილება შტატის "ალკოჰოლური სასმელების და კანაფის საბჭომ" მიიღო.
მიზეზად ვაქცინაციის ტემპების დაჩქარება სახელდება.
აქცია გუშინ გამოცხადდა და ძალაში 12 ივლისამდეა.
გარდა ამისა, შტატმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა გეგმა ვაქცინირებული მოქალაქეების უფასო ლუდით, ღვინითა და კოქტეილით გამასპინძლების თაობაზე.
The New York Times- ის ცნობით, შტატის მოსახლეობის 58%-მა ვაქცინის მინიმუმ, ერთი დოზა უკვე მიიღო, ხოლო მოსახლეობის 49% სრულად ვაქცინირებულია.
როგორც The Washington Post იუწყება, მას შემდეგ, რაც აშშ–ში აპრილში ვაქცინაციის ტემპი სერიოზულად შემცირდა, სხვადასხვა შტატებმა სხვდასხვა წამახალისებელი აქციები წამოიწყეს, მათ შორის, ლატარიის გათამაშება, რომელიც ვაქცინირებულებს, მათ შორის, კოლეჯის სრულ სტიპენდიებსა და 1 000 000–დოლარიან პრიზებს ჰპირდება.


