აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
09/06/2021 06:05:17 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლების ქმედებები და პოლიტიკა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის საფრთხის შემქმნელია.
აღნიშნული სანქციები აშშ-მა ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებს 2006 წელს, არჩევნების შემდეგ დაუწესა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნები "ფუნდამენტურად არადემოკრატიული" იყო, სანქცირებულმა პირებმა კი დაარღვიეს ადამიანის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკურ რეპრესიებთან, დაკავებებთან და გაუჩინარებებთან. ასევე, ისინი ჩართულები იყვნენ კორუფციაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, თუ სხვა.
სანქციების ვადა 16 ივნისს იწურებოდა.


